
თეთრი სახლის სპიკერი, ჯენ ფსკაკი ყაზახეთის მოვლენებში აშშ-ს ჩართულობასთან დაკავშირებით გავრცელებულ ბრალდებებს გამოეხმაურა და თქვა, რომ აღნიშნული "რუსული შეშლილი ბრალდებებია" და ინფორმაცია სიცრუეა.
მისივე თქმით ამერიკა ყაზახეთში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება.
"თვალს ვადევნებთ ყაზახეთის პროტესტების ცნობებს. მხარს ვუჭერთ მშვიდობისკენ მოწოდებებს, დემონსტრანტების მიერ მშვიდობიან თვითგამოხატვასა და ხელისუფლების მიერ თავშეკავების გამოჩენას. არსებობს რუსული შეშლილი ბრალდებები, რომ ამ ყველაფრის უკან აშშ დგას. ეს აბსოლუტურად სიცრუეა და ცხადია, რომ ბოლო წლებში ნანახი სტანდარტული რუსული დეზინფორმაციის სახელმძღვანელოს ნაწილია, რომელიც ბოლო წლებში ხშირად გვინახავს",-თქვა ჯენ ფსაკიმ.
ყაზახეთში პროტესტი გრძელდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.გავრცელებული ინფორმაციით, დემონსტრანტებმა ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი ჩამოაგდეს, მანამდე, დემონსტრანტებმა ქალაქ ალმათში ადმინისტრაციულ შენობას ცეცხლი წაუკიდეს.
მასშტაბური აქციები ქვეყანაში 2 იანვარს გაზის ფასის გაძვირების გამო დაიწყო. თავდაპირველად აქცია მანგისტაუს რეგიონში დაიწყო, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებიც მოიცვა. სოციალურ ფონზე დაწყებული პროტესტი მალევე პოლიტიკურში გადაიზარდა, მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ. მასობრივი პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა დღეს, 5 იანვარს გადადგა, ყოფილი პრეზიდენტი ნაზარბაევი კი უშიშროების საბჭოს აღარ უხელმძღვანელებს.
ყაზახეთის პრეზიდენტი "ტერორიზმისგან დასაცავად" ОДКБ-ს წევრ ქვეყნებს მიმართავს