იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით - არა - ბესელია

გამოქვეყნდა:

„იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით - არა“, - ეს განცხადება „ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასულმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ გააკეთა.

ბესელიას შეფასებით, საარჩევნო სიებთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებაში“ 2016 წლის არჩევნებზე საკმაოდ ცუდი პროცესები წარიმართა, რაც აღარ უნდა განმეორდეს.

ცოტა რთულია პროგნოზირება, იმიტომ, რომ ლოგიკას არ მიყვება ხოლმე ქართული ოცნების პოლიტიკა, როდესაც საარჩევნო სიის შედგენა ხდება. ხედვა, როგორი უნდა ყოფილიყო საარჩევნო სია, ეს იყო დამყარებული იმაზე, ვის მეტი გავლენა ჰქონდა, რომ შემოეყვანა თავისი ახლობლები, კურსელები, მეგობრები და ა.შ. ამ კურსელებმა და მეგობრებმა ჩამოაყალიბეს გაურკვეველი დაჯგუფება, რომელიც მე ვფიქრობ, ძალიან დამაზიანებელი იყო პარლამენტისთვის.

იქნება თუ არა გახარია საარჩევნო სიაში, რთული სათქმელია, თუ ლოგიკას მივყვებით - არა. ბახტაძესაც არ ვფიქრობ, იმიტომ, რომ არ მგონია. რთული წარმოსადგენია, ვინ უნდა ჩაუდგეს ამ სიას სათავეში, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

„ქართული ოცნებიდან“ დემარშით წასული დეპუტატების ნაწილი საარჩევნო სიების ფორმირებასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებენ.

მთავარი 09:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი