კვოტები არის ოპოზიციაში, სადაც ე.წ. ერთობა დაიშალა და ჩხუბობენ, ვინ დაჯდება პარლამენტში - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

„ქართულ ოცნებაში“ ადასტურებენ, რომ საარჩევნო სიის შედგენა უკვე დაწყებულია. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრები კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს იკავებენ.

პრემიერის განცხადებას, რომ კვოტების გადანაწილება არ ხდება, მმართველი პარტიის ლიდერები ამ მოსაზრებას იზიარებენ და გახარიას მსგავსად, გუნდურ პრინციპზე საუბრობენ.

შემთხვევით არ უთქვამს პრემიერს კვოტების შესახებ, რომ ასეთი საკითხები ჩვენთან არ არის. კვოტები არის ოპოზიციაში, რომელიც დაიშალა ე.წ. ერთობა და ახლა ჩხუბობენ, ვინ დაჯდება პარლამენტში, ვინ პრემიერ მინისტრი იქნება და კვოტებს ვერ იყოფენ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მამუკა მდინარაძემ.

თბილისის მერი კახი კალაძე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება სიის პირველი ნომერი. „ქართული ოცნების“ წევრები ამბობენ, რომ სიის შედგენაში ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია და მომდევნო მოწვევის პარლამენტის დეპუტატობის კანდიდატების შესახებ ცნობილი საზოგადოებისთვის აგვისტოში გახდება. თუმცა მანამდე მაჟორიტარების ვინაობა გახმოვანდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი