"შიმშილობა იქნება მისთვის განაჩენი, ჩავარდება საბოლოოდ ლოგინად" | ექიმები მიხეილ სააკაშვილზე

გამოქვეყნდა:

უკვე ერთ კვირაზე მეტია, ექიმებს მიხეილ სააკაშვილის მონახულების უფლებას არ აძლევენ, მიხეილ სააკაშვილი კი აპირებს, რომ პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს. უწყებებს ვადა შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე დღის ბოლომდე აქვთ.

"კატეგორიულად მოვუწოდებ ბატონ მიხეილ სააკაშვილს, მისი ჯანმრთელობისთვის საზიანო ზომებს არ მიმართოს" - ამბობს "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი. ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს პენიტენციურ სამსახურს "დროზე მოეგოს გონს" და მესამე პრეზიდენტთან ექსპერტები შეუშვას.

მისი თქმით, ექსპერტიზისა და ალტერანტიული სამედიცინო აზრის მოსმენის უფლება ნებისმიერ პატიმარს აქვს და უწყება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში კანონს არღვევს.

"გაუთვლელი აქვთ ის შედეგი, რაც შეიძლება მაღალი ალბათობით მოჰყვეს ამას, მით უმეტეს, პატიმარი და პაციენტი სააკაშვილი გვპირდება იმას, რომ თუ დღეს არ დამთავრდება დემარში მის წინააღმდეგ და თუ ექიმებს არ შეუშვებენ, ის რაღაც პროტესტი უკიდურეს ფორმას მიმართავს და სავარაუდოდ, ეს ზომა იქნება ისევ შიმშილი, მეტი მას იქ რა შეუძლია რომ გააკეთოს, ეს შიმშილი, არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ იქნება მისთვის განაჩენი, ვერაფრით მისი დაუძლურებული ორგანიზმი ახალი შიმშილობის პროცესს ვერ გაუმკლავდება და მართლა ჩავარდება საბოლოოდ ლოგინად", - თქვა ექიმმა, ლალო ჯავაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ამ წუთებში მისი ადვოკატი, შოთა თუთბერიძე ხვდება. სწორედ მისი გამოსვლის შემდეგ გახდება ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს მესამე პრეზიდენტი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი