
რუსული მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ქალაქ ალმათში, სროლა დაიწყო. სამხედროებმა დემონსტრანტებს მოედნის დატოვებისკენ მოუწოდებს და გააფრთხილეს, რომ სროლას დაიწყებდნენ - „ყველამ დატოვეთ მოედანი, გავხსნით ცეცხლს" - ისმოდა მოწოდება.
თვითმხილველები ამბობენ, რომ სამხედროები არეულობის წამქეზებელებსა და მანქანებს ესვრიან. მათივე თქმით, არიან დაჭრილებიც და დაღუპულებიც.
რუსული მედია ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ არეულობის დროს, 2298 ადამიანი დააკავეს