
ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, მუხთარ თილეუბერდის ტელეფონით ესაუბრა.
ბლინკენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ს მხარდაჭერა ყაზახეთის კონსტიტუციურ ინსტიტუტებსა და მედიის თავისუფლებისადმი, ასევე მხარი დაუჭირა კრიზისის მშვიდობიანი, უფლებების პატივისცემით გადაწყვეტას.
საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა ევროპაში სტაბილურობის ხელშეწყობის საკითხს, მათ შორის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას რუსული აგრესიის საპასუხოდ.