
ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის თქმით, ქვეყნის ყველა რეგიონში კონსტიტუციური წესრიგი აღდგენილია. 7 იანვარს დილით გამართულ "კონტრტერორისტული შტაბის სხდომაზე" თოყაევმა თქვა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები სიტუაციას აკონტროლებენ, თუმცა "ტერორისტები აგრძელებენ იარაღის გამოყენებას და ზიანს აყენებენ მოქალაქეების ქონებას". მისივე თქმით, "კონტრტერორისტული აქციები ბოევიკების სრულ განადგურებამდე უნდა გაგრძელდეს".
ყაზახეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, "წესრიგის დამყარების მიზნით" ყაზახეთში ჩასვლა დაიწყეს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გაერთიანებული სამშვიდობო კონტინგენტის ქვედანაყოფებმა.