დიდი იმედი მაქვს შემომიერთდებიან ჩემი კოლეგები და მოვითხოვოთ კატეგორიულად, მოგვცენ მიხეილ სააკაშვილის ნახვის უფლება - ექიმი

გამოქვეყნდა:

რუსთავის მე-12 დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან მედიკოსებს კვლავ არ უშვებენ. ამ დრომდე უცნობია, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

უკვე ორ კვირაზე მეტია ექიმები და ალტერნატიული კონსილიუმის წევრები მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ითხოვენ.

"ორ კვირაზე მეტია, რაც არც ერთი ექიმი არ შესულა პაციენტ სააკაშვილთან, რაც ნიშნავს იმას, რომ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს, ამიტომ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ. ჩვენ ვართ მოლოდინის რეჟიმში, ყველაზე მთავარია პაციენტის ინტერესი, უზენაესია ეს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ შემომიერთდებიან ჩემი კოლეგები, რომლებიც ეთანხმებიან ჩემ მოსაზრებას, გავერთიანდებით და მოვითხოვოთ კატეგორიულად პენიტენციალური სისტემისგან, რომ მოგვცენ უფლება დაუყოვნებლივ ვინახულოთ პაციენტი და დავიცვათ მისი სიცოცხლის ინტერესი",-თქვა ლალი ჯავაშვილმა.

სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმის, ნინო შარაშენიძის თქმით, იმ შემთხვევაში თუ პენიტენციური დაწესებულება მათ შესვლის უფლებას მისცემს, ექიმები მზად არიან მიხეილ სააკაშვილი მოინახულონ.

გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილი 27 დეკემბერს გვიან ღამით გადაიყვანეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი