"გახარიას მამა შვიდ მილიონზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთებს ფლობს" - კუპრავა

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა საჯარო რეესტრიდან გიორგი გახარიას 2014-2015 წლების შემდეგ შეძენილი ქონება გაასაჯაროვეს. ამბობენ, რომ გაღარიბებული გახარია ქონებას საქართველოში დაბრუნებისა და ეკონომიკის სფეროში დასაქმების შემდეგ აგროვებს. 

მათი ინფორმაციით, გახარიას ოჯახი მხოლოდ სიღნაღის მუნიციპალიტეტში 500 ათას კვადრატულ მეტრამდე მიწის ნაკვეთს ფლობს. მისი მამის, ზაურ გახარიას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების მინიმალური ღირებულება კი შვიდი მილიონ 200 ათას ლარზე მეტია.

აქ არის მხოლოდ გახარიას მამის არასრული ქონების ჩამონათვალი. მხოლოდ და მხოლოდ მიწის ნაკვეთები, რომელსაც ის ფლობს საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე. ამ მიწის ნაკვეთების ჯამი საერთო ჯამში უტოლდება საქართველოს პატარა ქალაქის ტერიტორიას. დაახლოებით, გახარია ფლობს უხეშად, რომ შევადაროთ, აბაშისხელა ტერიტორიას, - ამბობს ზვიად კუპრავა.

აქცია-პერფორმანსის მონაწილეების მტკიცებით, ეს პრემიერისა და მისი ოჯახის ქონების მხოლოდ მცირე ნაწილია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი