
მედიის ინფორმაციით, ყაზახეთის ექსპრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ქვეყანა დატოვა. იმავე ინფორმაციით, ყაზახეთი დატოვეს ნურსულთან ნაზარბაევის შვილებმა ოჯახებთან ერთად.
ამ დროისთვის ქვეყანაში რჩება ნურსულთანის ძმა, ბოლათ ნაზარბაევი.
ნაზარბაევი საჯაროდ ბოლოს 27 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გამოჩნდა, სადაც ის დსთ-ს არაფორმალურ სამიტში იღებდა მონაწილეობას.
ყაზახეთის შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის დროს 3 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათივე ცნობით დაღუპულია 26 დემონსტრანტი, დაშავებულია 18.
ამავე თემაზე:
ყაზახეთის პრეზიდენტმა გასცა ბრძანება, მომიტინგეებს გაფრთხილების გარეშე ესროლონ