
სიდნი პუატიე პირველი შავკანიანი მამაკაცი, რომელმაც საუკეთესო მსახიობის ოსკარი მოიპოვა, 94 წლის ასაკში გარდაიცვალა - BBC-ის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავის გარდაცვალება ბაჰამის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაადასტურეს.
BBC წერს, რომ ის იყო მსახიობი, რომელმაც გაარღვია არაერთი რასობრივი ბარიერი.
სიდნი პუატიე დაიბადა 1927 წლის 20 თებერვალს მაიამიში. ის არის ბაჰამელ-ამერიკელი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი, დიპლომატი და მწერალი.
სიდნი პუატიე არის ამერიკის კინოაკადემიის, ოქროს გლობუსის, BAFTA-სა და გრემის ჯილდოების მფლობელი. 1963 წელს მან მოიპოვა ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცისთვის ფილმისთვის Lilies of Field.(„მინდვრის შროშნები“).
მიუხედავად მკვეთრი ბაჰამური აქცენტისა პუატიემ სწრაფად გაითქვა სახელი, როგორც საუკეთესო შავკანიანმა მსახიობმა ამერიკაში. შესრულებული აქვს როლები ცნობილ ფილმებში: „შუაღამის მცხუნვარება“, „გამოიცანი ვინ მოდის ვახშამზე“ და სხვა.