ვერ გავამხნევებ საზოგადოებას, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება - ოხანაშვილი

გამოქვეყნდა:

ვერ გავამხნევებ საზოგადოებას, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. 

დეპუტატმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა. ამბობს, რომ იუბილეს რესტორნებში გადახდა ვერ იქნება ნებადართული, შეზღუდული იქნება ფართო თავშეყრასთან დაკავშირებული სოციალური ღონისძიებებიც. 

არ გამომაქვს პოპულისტური კანონი - გამიხარდებოდა, მესაუბრა იმაზე, რომ ხვალიდან შეზღუდვები იხსნება და დაშვებულია ქორწილები, იუბილე, სოციალური ღონისძიებები, თუმცა, ამას ვერ გეტყვით. არ მაქვს უფლება, ჩვენს საზოგადოებას ეს ვუთხრა, თვალი უნდა გავუსწოროთ იმას, რის წინაშეც ვდგავართ. დღეს ჩვენს საზოგადოებას ვერ მივაწვდი ამ ინფორმაციას და ვერ გავამხნევებ იმ თვალსაზრისით, რომ ქორწილის გადახდა ნებადართული იქნება. სამწუხაროდ, ეს ასე არ იქნება. ნებადართული ვერ იქნება ვერც იუბილეს რესტორნებში გადახდა, ვერ იქნება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც ფართო თავშეყრას უკავშირდება, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი