დემოკრატიული მაჩვენებლები გაუარესდა-"ფრიდომ ჰაუსი" საქართველოს გარდამავალი, ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს

გამოქვეყნდა:

საქართველოში დემოკრატიის ინდექსი გაუარესდა - დასკვნას ავტორიტეტული უფლებადამცველი ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი აქვეყნებს.

ორგანიზაციის მონაცემით, გასულ წელს საქართველოს 100-დან 38 ქულა ჰქონდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 36-ს შეადგენს.

ამის გამო ფრიდომ ჰაუსი საქართველოს გარდამავალი ან ჰიბრიდული რეჟიმის კატეგორიას ანიჭებს. 

  • დემოკრატიის პროცენტი 36.31 (უმაღლესი ქულა 100)
  • დემოკრატიის ქულა 3.18 (უმაღლესი ქულა 7)

ამავე ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, გაუარესებულია დამოუკიდებელი მედიის მაჩვენებელიც. ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით ქულა 3.75-დან 3.50-მდე დაეცა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი