
ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა 10 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
"მრავალრიცხოვანი მსხვერპლის გამო, რომელიც ყაზახეთის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა ტრაგიკულმა მოვლენებმა გამოიწვია, 2022 წლის 10 იანვარი ეროვნული გლოვის დღედ გამოცხადდა" - ნათქვამიაპრესმდივნის მიერ სოციალური მედიით გავრცელებულ განცხადებაში.
ყაზახეთის პრეზიდენტმა ოპერატიული შტაბის სხდომაც გამართა და ალმათიში და ქვეყნის სხვა ქალაქებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის ბრძანება გასცა.