
დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც ეთანხმება და იზიარებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ოფიციალურ დასკვნას, რომელიც ლექსო ლაშქარავას სიკვდილის მიზეზად ნარკოტიკულ საშუალება ჰეორინის მოხმარებას ასახელებს ამბობს, რომ ლაშქარავას ტკივილები ექმნებოდა, თუმცა ამ მიზნით მოიხმარდა თუ არა გამაყუჩებლებს, ამაზე პასუხი არ აქვს:
"საჭიროება იყო, ბუნებრივია აუცილებელიც იყო ამბულატორიული მკურნალობის გაგრძელება. თავის ტვინის შერყევასთან გვქონდა საქმე, ნევროპათოლოგის კონსულტაცია იყო საჭირო, ოკულისტის კონსულტაცია და ა.შ.
მე ვამბობ, ტკივილის სინდრომი ექნებოდა, სისხლჩაქცევები გაწოვილი არ იყო და რატომ მოიხმარა ეს პრეპარატი, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ" ამბობს გეჯაძე.
იხილეთ ასევე: