"თავისუფლება პრეზიდენტს სააკაშვილს" - ამ მოთხოვნით რუსთავის ციხესთან საპროტესტო აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ ექიმებს მესამე პრეზიდენტის მონახულების საშუალება მისცენ, ასევე, აღუდგეს მას სატელეფონო ზარებით სარგებლობის უფლება.
გარდა ამისა, ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ მე-9 დღეა საზოგადოებას არანაირი ინფორმაცია არ აქვს როგორია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
სამოქალაქო აქტივისტებმა და "მიშას სექტორის" წარმომადგენლებმა ადგილზე ბანერიც გაშალეს.