
ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში მდებარე 3500 კვადრატული მეტრის მიწის სანაცვლოდ 14-ჯერ უფრო დიდი ტერიტორია, 50 000 კვადრატული მეტრი მიწა გადასცა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის საკრებულოს წევრი "ევროპული საქართველოდან" ბაქარ შირაძე ავრცელებს.
ამბობს, რომ გაცვლის შესახებ თანხმობა პრემიერმა გიორგი გახარიამ 2020 წლის 21 თებერვლის 359-ე განკარგულებით გასცა, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე ატვირთული ამ დრომდე არ არის.
ფეოდალ ბიძინა ივანიშივლისა და სახელმწიფოს შორის მოხდა კორუფციული გარიგება. ამ პატარა შენობის სანაცვლოდ ბიძინა ივანიშვილს გადასცეს 50 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთი ბაკურიანში. თითქმის უკვე მთელი ბაკურიანი რეკრეაციულ ზონადაა გამოცხადბული და თითქმის არავის მშენებლობის ნებართვებს არ აძლევენ. ხალხს კერძო საკუთრების უფლება დაურღვიეს და ამასობაში რას ვხდეავთ, ჩუქნიან ფეოდალ ივანიშვილს 50 ათასი კვ.მ მიწის ნაკვეთს რეკრეაციულ ზონაში და ტყის ზოლში, - ამბობს ბაქარ შირაძე.
ბიძინა ივანიშვილისგან მიღებულ ტერიტორიას მთავრობა 2023 წლის სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ამზადებს. შენობა დიდველის სათხილამურო ტრასის სიახლოვეს მდებარეობს.