სამდღიანი პაუზის შემდეგ, ნურ- სულთანიდან ქუთაისის აეროპორტში პირველი რეისი შესრულდა

გამოქვეყნდა:

ყაზახეთიდან საქართველოს მიმართულებით სამდღიანი პაუზის შემდეგ, პირველი რეისი შესრულდა.  ნურ- სულთანის აეროპორტიდან, ქუთაისის აეროპორტში რეისი რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. ჯერ-ჯერობით მგზავრებს თვითმფრინავი არ დაუტოვებიათ. 

ქუთაისიდან ნურ- სულთანის მიმართულებით კი რამდენიმე საათია მიმდინარეობს რეგისტრაცია, რეისზე 168 ადამიანია რეგისტრირებული, თუმცა ავიაკომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, შესაძლებელია 12 მგზავრი კიდევ დაემატოს, გაუქმებული რეისებიდან.

ამ დრომდე გადადებულია რეისები ატირაუსა და აქტაუს მიმართულებით. ქალაქ ატირაუს აეროპორტთან კავშირის დამყარება ისევ ვერ ხდება. 

ასევე იხილეთ: 

ქუთაისი- ნურ-სულთანის ავიარეისით ყაზახეთიდან დღეს, საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდება

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი