ყაზახეთში, ცეცხლნასროლი ჭრილობით 11 წლის მოზარდი დაიღუპა - დაჭრილია 15 წლის არასრულწლოვანიც

გამოქვეყნდა:

ცეცხლნასროლი ჭრილობის გამო, ყაზახეთში, ალმათში, 11 წლის მოზარდი დაიღუპა.

რუსული მედია ინფორმაციას ყაზახეთის ბავშთა უფლებების დამცველი ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა ქუჩაში, რა დროსაც ისინი ორმხრივ სროლაში მოყვნენ.

მძიმე დაზიანებები აქვს კიდევ ერთ არასრულწლოვანს. 15 წლის მოზარდი კლინიკაშია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით ის მანქანით მამასთან ერთად გადაადგილდებოდა, რა დროსაც სროლაში მოყვნენ.

შეგახსენებთ, ყაზახეთში არეულობას ემსხვერპლა ეროვნებით ქართველი, ისრაელის მოქალაქე 22 წლის ახალგაზრდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი