ნატო საქართველოსა და უკრაინის მისაღებად მზადაა და კარს კიდევ ერთხელ აღებს, ალიანსის წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელ მინისტერიალზეც დაადასტურეს. ამით კი ღიად უთხრეს პუტინს, რომ ულტიმატუმებით მათ არ უნდა ელაპარაკოს.
ახლა მთავარია რას იზამს საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც ნატოში გაწევრიანება და დასავლური ღირებულებები დიდი ხანია პრიორიტეტი აღარაა. ამის დასტური დეკემბერში ჩაგდებული რეზოლუციაა.
ნატოში გაწევრიანების ეროვნული განაცხადი, რომელიც ხელისუფლებას იანვრამდე უნდა მიეღო, თებერვლამდე დაპაუზებულია.