ეს არის ჩვეულებრივი ოლიგარქიული მმართველობა, - ასე აფასებს "ქართული ოცნების" მმართველობას მმართველი პარტიის ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი.
როგორც მან გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა, "ქართულ ოცნებას" არ აქვს იდეოლოგია და მიყვება იმ ხაზს, რომელიც მას წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით დახვდა.
მდგრადი რომ იყოს პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა პოლიტიკური პარტიისთვის, მისთვის საჭიროა არსებობდეს მდგენელი და "ქართულ ოცნებას" დღეს ასეთი მდგენელი არ აქვს. ეს პრობლემაა. არ აქვს იდეოლოგია "ოცნებას" ის ინერციით მიყვება იმ წესრიგს, რომელიც ჩამოყალიბდა. "ნაციონალურმა მოძრაობამ" რა ეკონომიკური პოლიტიკის წარმოებაც დაიწყო, იმას გაყვნენ. ტურიზმი ამის ყველაზე კარგი ინდიკატორია. ჩვენ ვიქეცით პერიფერიულ ქვეყნად, - ამბობს ნაცვლიშვილი.
ბექა ნაცვლიშვილმა "ქართული ოცნება" 2019 წლის თებერვალში დატოვა.