
ირლანდიელი მომღერლის, შინეიდ ო'კონორის 17 წლის შვილი, რომელიც 2 დღის წინ გაუჩინარდა, გარდაცვლილი იპოვეს.
ინფორმაცია თავად მომღერალმა twitter-ზე გაავრცელა:
"ჩემმა მშვენიერმა ვაჟმა, ნევიმ ნესტა ალი შეინ ო'კონორმა გადაწყვიტა დაესრულებინა მიწიერი ბრძოლა დღეს და ახლა ის ღმერთთანაა",-დაწერა მომღერალმა.
შინეიდ ო'კონორის ვაჟი 6 იანვარს გაუჩინარდა. მის გარდაცვალებას პოლიციაც ადასტურებს.