სამჯერ ავღანეთში მყოფი, გარდაიცვალა ტრაგიკულად და დღეს აქ კონცერტი გამართეს...- საგარეჯოში მომხდარი ჩხუბის დეტალები

გამოქვეყნდა:

საგარეჯოში სამართალდამცველები და ადგილობრივები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ - მიზეზი ახალგაზრდების ერთი ჯგუფის უკმაყოფილება იყო, რომლებიც ავღანეთში მებრძოლი ჯარისკაცის დაკრძალვის მეორე დღეს ქალაქში საზეიმო ღონისძიებებს აპროტესტებდნენ. 

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებულ ჩხუბში პოლიციელები ჩაერივნენ - სიტყვიერი დაპირისპირება კი ფიზიკურში გადაიზარდა. ნაცემია პოლიციელი ირაკლი შაიშმელაშვილი, რომელსაც თავი აქვს გატეხილი. მას ადგილობრივმა თავში ბოთლი ჩაარტყა.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კონცერტის დროს ადგილობრივები სცენაზე ავიდნენ, ერთ-ერთი მათგანი ამბობს:

"საქართველოს სადარაჯოზე ომარა ხუბულური იდგა, სამჯერ ავღანეთში მყოფი, გარდაიცვალა ტრაგიკულად და დღეს აქ კონცერტი გამართეს, მთავრობას ეს არ უნდა გაეკეთებინა".

შსს-ს ამბობს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში 2 ადამიანი იმყოფება, მათ ბრალად პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას ედავებიან.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი