ხარზე მეტად, ძროხას უფრო ჰგავს ოპოზიცია, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ,
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
"ოპოზიციას რაც შეეხება, ხარზე მეტად ძროხას უფრო ჰგავს, ეს არის რეალობა. რაც შეეხება წითელ ნაჭერს, მზად ვარ გავაგრძელო წითელი ნაჭრის ფუნქცია ოპოზიციისთვის, ვინაიდან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციას საზოგადოებამ მიუჩინოს ადგილი, - ამბობს კობახიძე.
კობახიძე ამ ფრაზით მმართველი პარტიიდან დემარშით წასული დეპუტატის, ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კობახიძის სიაში ყოფნა ხარის წინ წითელი ნაჭრის ფრიალს ჰგავს.