
ყაზახეთში მიმდინარე დაპირისპირებისას 164 ადამიანია დაღუპა. შესაბამისი სტატისტიკა ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა. უწყებას არ დაუკონკრეტებია იყო თუ არა ეს დაღუპულთა საერთო რაოდენობა.
დაღუპულთა უმეტესობა, 103 ადამიანი ქალაქ ალმათიდანაა, 21 კაზილორდას რეგიონში, 10 ჟამბილის, 9 ალმათის რეგიონში.
სახელმწიფო საინფორმაციო არხზე Khabar-24-ზე დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკა მნიშვნელოვანი ზრდაა კვირას გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით.
ქვეყნის ბავშვთა უფლებების ომბუდსმენმა განაცხადა, რომ დაღუპულთაგან 3 არასრულწლოვანია, მათ შორის 4 წლის გოგონა. ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სამედიცინო დახმარება 2 00-ზე მეტმა ადამიანმა ითხოვა, ხოლო შსს-მ განაცხადა, რომ 1 300 უსაფრთხოების ოფიცერი დაშავდა.
ცნობისთვის, ყაზახეთში დაპირისპირება ისევ გრძელდება.