
ბრაზილიაში, ერთ-ერთ ტბაზე კლდის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 7 ადამიანი დაიღუპა, 3 კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. შემთხვევის შედეგად 32 ადამიანი დაშავდა, მათგან 9 საავადმყოფოშია.
კლდის ჩამოშლის ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა, როგორ ჩანს დამთვალირებელების ნაწილმა გაქცვეა მოახერხა, ხოლო ერთ-ერთი ნავი ჩაიძირა.
ნგრევამდე რეგიონში რამდენიმედღიანი წვიმები იყო.
მყვინთავები და ვერტმფრენები წყალში დაკარგულ ადამიანებს ეძებენ.