"როცა მეგობრები შენთან არიან" - ხაზარაძის ჰარვარდელი მეგობრების ერთობლივი წერილი სასამართლომდე 2 დღით ადრე

გამოქვეყნდა:

ხაზარაძე/ჯაფარიძე/წერეთლის ბოლო სასამართლო პროცესის წინ, მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის, კორპორაციების ხელმძღვანელები, ბიზნესმენები და საქმიანი წრეების წარმომადგენლები მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებენ.

მიმართვაში ხელმომწერები ხაზს უსვამენ მამუკა ხაზარაძის წვლილს, საქართველოს განვითარებასა და საერთაშორისო ბიზნეს წრეებში ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში და იმედს გამოთქვამენ, რომ ამ ყველაფერს საქართველოს სასამართლო გაითვალისწინებს და გამამართლებელ განაჩენს გამოიტანს.

ინფორმაციას ამის შესახებ "ლელო" ავრცელებს.

"მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა. ჩვენ, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის კუსრდამთავრებულები და მამუკა ხაზარაძის მეგობრები, „OPM29 2000“ - ვიცნობთ რა მამუკას უკვე 20 წელზე მეტია, მხარდაჭერას ვუცხადებთ მას, რადგან ვიცით რა მისი პატრიოტიზმი, პატიოსნება და ერთგულება ქართველი ხალხის მიმართ.

მამუკა ხაზარაძე ჩვენი ჯგუფის აქტიური წევრია, რომელიც შედგება ბიზნეს ლიდერებისგან მთელი მსოფლიოდან. 2013 წელს, მან უმასპინძლა ჩვენს, კურსდამთავრებულთა ყოველწლიურ შეკრებას საქართველოში. ეს შეკრება იყო ყველაზე წარმატებული და გასაოცარი სიახლე ჩვენთვის. ჰარვარდელებმა აღმოვაჩინეთ ულამაზესი საქართველო, მისი შეუფასებელი კულტურითა და სტუმართმოყვარე ხალხით.
მამუკა ყოველთვის ხელს უწყობდა ქვეყნის განვითარებას და ცნობადობის გაზრდას. იგი დაუღალავად შრომობდა იმისათვის, რომ საქართველოში არსებული სხვადასხვა ბიზნეს შესაძლებლობები გაეცნო მსოფლიოს წამყვანი ბიზნესორგანიზაციებისთვის და მათი ხელმძღვანელებისთვის.

მამუკამ მთელი მისი ცხოვრება საქართველოს აღმშენებლობას მიუძღვნა. მისმა აშკარა ძალისხმევამ და წარმატებამ, გააუმჯობესა მრავალი ინდუსტრია, მათ შორის საბანკო სისტემა და მთელი ქვეყნის ეკონომიკა.

ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს სასამართლო ამ ყველაფერს გაითვალისწინებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს"- ნათქვამია მიმართვაში.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე გადაწყვეტილება 11 იანვარს უნდა გახდეს ცნობილი.

ე.წ. ფულის გათეთრების საქმე 11 წლის წინანდელ ტრანზაქციას ეხება. პროკურატურა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ადანაშაულებს ჯგუფურად 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი