ქართველმა მუსიკოსმა, ლიზა ჩხაიძემ ბერკლიში (Barklee college of Music) კინომუსიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსება (100%-იანი გრანტი) მოიპოვა.
ლიზა ჩხაიძისთვის ეს მეორე სპეციალობაა. პირველად 17 წლის ასაკში ბერკლის კონსერვატორიაში – Boston Conservatory at Barklee-ში საფორტეპიანო სპეციალობით ჩააბარა.
აღსანიშნავია, რომ ლიზა ჩხაიძე "მთავარი არხის" გადაცემა "მთავარი ჭკვიანის" ქუდის ავტორია.