2 თვის ბავშვი, რომელიც მშობლებმა ავღანეთიდან გაქცევის დროს დაკარგეს, 5 თვის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა 

გამოქვეყნდა:

ავღანეთიდან აშშ-ის ევაკუაციის ქაოსში მშობლებს დაშორებული ბავშვი 5 თვის შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა.

BBC-ის ცნობით, აგვისტოში, როდესაც თალიბებმა ქვეყანა აიღეს, ბევრი ავღანელი ქვეყნიდან გაიქცა. ავღანეთიდან გაქცევის დროს, მშობლებმა ორი თვის სოჰაილ აჰმადი  ამერიკელ ჯარისკაცს ღობეზე გადასცეს, რათა ჭყლეტვისგან დაეცვათ, როდესაც ათასობით ადამიანი ქაბულის აეროპორტში შეღწევას ცდილობდა. 

ოჯახმა თვითმფრინავში შესვლა შეძლო, მაგრამ 2-თვის ჩვილი დაკარგა. 

"ჩვილის უშედეგო ძებნის შემდეგ, მისი მამა, რომელიც  აშშ-ს საელჩოში დაცვის თანამშრომელად მუშაობდა, დედა და მათი კიდევ ოთხი შვილი აშშ-ში საევაკუაციო ფრენის დროს გადაიყვანეს. თვეების განმავლობაში მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ სად იყო მათი მცირეწლოვანი შვილი"- წერს BBC.

ორი თვის სოჰაილ აჰმადი 29 წლის ტაქსის მძღოლმა იპოვა. მან თქვა, რომ  ბავშვი აეროპორტში მარტო იყო და ტიროდა. ბიჭის ოჯახის პოვნის უშედეგოდ მცდელობის შემდეგ გადაწყვიტა, რომ ის სახლში ცოლ-შვილთან წაეყვანა და საკუთარ შვილად გაზარდა. მან ბავშვს მუჰამედ აბედი დაარქვა და მისი ფოტოები საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა. 

"როდესაც ბავშვის ადგილსამყოფელი ცნობილი გახდა, ბავშვის ბაბუა, მოჰამედ ქასემ რაზავი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ პროვინციაში ცხოვრობს, გაემგზავრა ქაბულში, რათა ბავშვის დაბრუნება ეთხოვა. თუმცა,  საფიმ უარი თქვა ბავშვის გადაცემაზე და სანაცვლოდ მისი და მისი ოჯახის აშშ-ში გადაყვანა მოითხოვა" - წერს BBC.

შვიდკვირიანი მოლაპარაკებებისა და საფის დროებითი დაკავების შემდეგ, თალიბანის პოლიციის ჩარევით ბავშვი ბაბუას გადასცეს. აშშ-ში მყოფმა მშობლებმა ბავშვი ვიდეოზარის საშუალებით ნახეს, ოჯახი იმედოვნებს, რომ მალე ბიჭს მიჩიგანის შტატში გადაიყვანენ, სადაც ისინი ახლა ცხოვრობენ.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი