ნიუ-იორკში 19-სართულიან კორპუსში ხანძარი გაჩნდა | დაიღუპა 19 ადამიანი

გამოქვეყნდა:

 ნიუ-იორკში, 19-სართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ხანძრის შედეგად 19 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ცხრა ბავშვი. 

ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 32 ადამიანი გადაიყვანეს საავადმყოფოში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებებით და სულ დაახლოებით 60 ადამიანი დაშავდა.

ხანძრის ქრობის პროცესში 200-მდე მეხანძრე-მაშველი იყო ჩართული. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი