ყაზახეთის ქალაქი ალმათი 5-დღიანი გათიშვის შემდეგ, Online რეჟიმს დაუბრუნდა

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის უდიდესი ქალაქი, ალმათი Online რეჟიმსა და ნორმალურ ცხოვრებას უბრუდნება. შეტაკებებისა და დაპირისპირების შემდეგ, ქვეყნის ყოფილი დედაქალაქი ოთხშაბათიდან თითქმის მთლიანად გათიშული იყო. 

დილიდან ადგილობრივი და უცხოური ვებგვერდები ისევ ხელმისაწვდომია. AFP-ის კორესპონდენტებმა პირველად დაინახეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ალმათის ქუჩებში მას შემდეგ, რაც ქვეყანაში არეულობა დაიწყო. 

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO), რომელმაც ყაზახეთში ჯარები შეიყვანა დღეს ონლაინ სამიტს გამართავს. კრემლმა დაადასტურა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დაესწრება. 

ყაზახეთმა ალმათში მომხდარი ძალადობა შეაფასა, როგორც "ტერორისტული ჯგუფების" თავდასხმა და უკმაყოფილება გამოხატა უცხოური მედიის მხრიდან პროცესების გაშუქებასთან დაკავშირებით. მთავრობა ამბობს, რომ მედიამ შექმნა "მცდარი შთაბეჭდილება, რომ ყაზახეთის მთავრობის სამიზნე მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ".

კვირას სამინისტრომ უარყო ტელეგრამში ოფიციალურ არხზე გამოქვეყნებული განცხადება, რომ ჯამში არეულობის დროს 164 ადამიანი გარდაიცვალა. ამ დრომდე გარდაცვლილებისა და დაშავებულების ზუსტი რიცხვი უცნობია. პოლიციამ არეულობის დროს 6 000-მდე ადამიანი დააკავა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი