ენმ-ში თანამდებობრივ გადაადგილებებს არ გამორიცხავენ - პარტია დღეს პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობა" დღეს პოლიტსაბჭოს გამართავს, სადაც სამოქმედო გეგმის დეტალებზე იმსჯელებენ. პარტიაში ამბობენ, რომ "მიტაცებული ხელისუფლების" წინააღმდეგ მთავარი მექანიზმი საპროტესტო აქციები იქნება.

არ არის გამორიცხული, ოპოზიციურ პარტიაში თანამდებობრივი გადაადგილებებიც მოხდეს.

"გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაპირებთ ჩვენ მოქალაქესთან კომუნიკაციას ამ უბედურებაზე, რაშიც ვართ, ასევე მნიშვნელოვანია შევთავაზოთ კონკრეტული გადაჭრის გზები, ანუ გამოსავალი, რას მიიღებენ მოქალაქეები მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქის რეჟიმი დასრულდება", - თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

მისი თქმით, მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციის დაპატიმრებას.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი