"ოცნების" ანტირეკორდი - მმართველი პარტიის ლიდერების აგრესიული რიტორიკა ოპონენტების მიმართ

გამოქვეყნდა:

ოპოზიცია ხარს კი არა, ძროხას ჰგავს - ირაკლი კობახიძემ დღეს ოპოზიციის შეფასების ყველა ანტირეკორდი მოხსნა. დილიდან პოლიტიკური ოპონენტების კრიტიკა პრემიერმა დაიწყო, თუმცა, მთავრობის თავმჯდომარე დღის ბოლოს პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გადაფარა. ირაკლი კობახიძემ ეს განცხადება დღის ბოლოს გააკეთა, შესაბამისად, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მისთვის პასუხის გაცემა ვეღარ მოასწრეს. ოპოზიცია "ოცნების" პრემიერის შეფასებას გამოეხმაურა, როდესაც გახარიამ მოწინააღმდეგეეებს კელი დეგანანის განცხადებების შინაარსის გაგება დაუწუნა და ტოქსიკური ძალა უწოდა.  

გიორგი გახარიამ ოპოზიცია ტოქსიკურ ძალად მას შემდეგ მოიხსენია, რაც დღეს "მთავარი არხის" ჟურნალისტმა, მას კომენატრი ამერიკის ელჩის პროკურატურაში ვიზიტზე სთხოვა. პრემიერს მიაჩნია, რომ ამერიკელი დიპლომატის განცხადებებს პოლიტიკური ძალები არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. 

პრემიერმინისტრის რიტორიკა არჩვენების მოახლოებასთან ერთად უფრო აგრესიული გახდება. ოპოზიცია მმართველი გუნდისგან უფრო მწვავე თავდასხმებსაც ელის, თუმცა ხელუფელბას ურჩევს დიპლომატებისა და ამერიკის ელჩის გაფრთხილებები კარგად მოისმინოს, რომ ასეთ შემთხვევაში სპეკულაციის სივრცე აღარ დარჩება. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი