
ყაზახეთის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე არეულობის დროს დაახლოებით 8 000-მდე ადამიანი დააკავეს.
ქვეყნის შსს-ში ამბობენ, რომ სულ 7 939 ადამიანია დაკავებული, თუმცა არ ვრცელდება დაზუსტებული ინფორმაცია, მათ შორის რამდენია უცხოელი.
ხელისუფლებამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდა და კონტროლს ექვემდებარება.
ყაზახეთში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი მოქმედებს. "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების" ფარგლებში ყაზახეთში გაგზავნილი "სამშვიდობო კონტიგენტი" ქვეყანაში გაურკვეველი ვადით რჩება.