ლოს-ანჯელესში მატარებელი თვითმფრინავს შეეჯახა

გამოქვეყნდა:

ლოს-ანჯელესში მატარებელი თვითმფრინავს შეეჯახა. ინფორმაციას გამოცემა Reuters ავრცელებს. 

როგორც გამოცემა წერს, თვითმფრინავს პრობლემები აფრენისას შეექმნა, რის გამოც ის ლიანდაგებზე ავარიულად დაეშვა.

პოლიციელებმა პილოტის კაბინიდან ამოყვანა შეჯახებამდე რამდენიმე წამით ადრე მოახერხეს.

პილოტის გადარჩენის კადრებს ლოს-ანჯელესის პოლიცია Twitter-ზე აქვეყნებს.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი