ყველა ის გარემოება, ყველა ის ვითარება, ცალსახად მეტყველებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არ ჩაუდენია ის დანაშაული რაზეც ხდება აპელირება, - ამის შესახებ კანდელაკების ოჯახის ადვოკატმა, შოთა მანელიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა
მისი თქმით, ინციდენტის არსებობის ადგილას თარაშ კანდელაკი არ იმყოფებოდა და არ არსებობს გარემოება, რაც კონფლიქტში კანდელაკის დანაშაულს ადასტურებს.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება გორში, გვიან ღამით ახალაგზარდებს შორის მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებას, რომელიც ხელჩართული ჩხუბით დასრულდა. გიორგი კანდელაკის საკუთრებაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანში „ჟოზეფი“ 18 წლის ახალგაზრდას სასტიკად გაუსწორდნენ. თვითმხილველების ინფორმაციით, ძალადობაში 20-მდე ადამიანი მონაწილეობდა. ნაცემი ახალაზრდა ამ დრომდე კომაშია.