"არ დავუშვებთ, ვინმემ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დახუროს" | აშშ-რუსეთის შეხვედრა დასრულდა

გამოქვეყნდა:

"არ დავუშვებთ, ვინმემ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა დახუროს" - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ჟენევაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი რიაბკოვთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.

როგორც მან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, ეს მოლაპარაკებები არ ყოფილა და ეს იყო "გულწრფელი" შეხვედრა ერთმანეთის აზრების "უკეთესად" გაგებისა და მოსმენისთვის. 

"უარს არ ვიტყვით ორმხრივ თანამშრომლობაზე სუვერენულ სახელმწიფოებთან, რომლებსაც აშშ-სთან თანამშრომლობის სურვილი აქვთ. ჩვენ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე, ევროპაზე ევროპის გარეშე და არც ნატოზე ნატოს გარეშე", - განაცხადა შერმანმა

შერმანი ამბობს, რომ მან რუსულ მხარეს უკრაინის საზღვრიდან სამხედროების გაყვანისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ უკრაინაში შეჭრა ძვირი დაუჯდება. 

მისივე თქმით, რუსეთის წარმომადგენელთან ერთად განიხილა დეესკალაციისკენ მიმართული ორმხრივი ნაბიჯები სარაკეტო სისტემებთან და სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი