ენმ-მ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი - გოცირიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი, რომან გოცირიძე წერს, რომ პარტია ან აქტიურად უნდა ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში, ან საკანონმდებლო ორგანო დატოვოს.

მისი თქმით, ბოიკოტი, რომელშიც ახლა ფრაქცია იმყოფება, ყველაზე უარესი მდგომარეობაა.

"ნაციონალურმა მოძრაობამ ან უნდა დაიწყოს აქტიური საპარლამენტო საქმიანობა, ან უნდა დატოვოს პარლამენტი. ყველაზე უარესი არის ის მდგომარეობა( ანუ ბოიკოტი), რომელშიაც საპარლამენტო ფრაქცია ამჟამად იმყოფება. მოარული გამონათქვამი, რომ “რუტინაში ხომ არ მივიღებთ მონაწილეობას” არის ზარმაცების მოგონილი. ყველგან უნდა ვიყოთ პარლამენტში: კომიტეტებში, პლენარულ სხდომაზე, მაგიდასთან, ტრიბუნაზე, კორიდორებში და “გარე პერიმეტრზეც”. სრულ კომფორტში ვამყოფეთ პარლამენტში “ქართული ოცნება” ბოლო წლების განმავლობაში. ნაცვლად იმისა, რომ მინისტრებს პარლამენტში მოსვლის წინ ღამეები არ სძინებოდათ, მათი ვიზიტი ფორმალურ გასეირნებად იქცა.

მიდგომა, რომ ერთჯერადად შევალთ კონსტიტუციასთან დაკავშირებულ კენჭისყრაზე ან მხოლოდ დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას, არის არსებული, ყველაზე უარესი მდგომარეობის შენარჩუნების ნაირსახეობა.

ან პარლამენტიდან ბრძოლა და მისი ბერკეტების ( მათ შორის საერთაშორისო) მაქსიმალურად გამოყენება, ან ამ ბერკეტების გამოყენებაზე უარის თქმა მოსალოდნელი შედეგებითურთ და სათანადო პასუხისმგებლობის გაზიარებით-ესაა ჩემი პოზიცია", - წერს რომან გოცირიძე.

მისი თქმით, პარტია რა გზასაც აირჩევს, დაემორჩილება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ საკითხზე აქამდეც რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ჰქონია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი