"დილამდე დიდი, პატარა, ბავშვი, ყველანი გარეთ ვიყავით" - თემქაზე მცხოვრები დევნილების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

თემქაზე, ყოფილ სანატორიუმ "ქართლში" მცხოვრები დევნილების ულტიმატუმის ვადა დღეს, 6 საათზე იწურება - ისინი დევნილთა სამინისტროს ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას სთხოვენ. 

ბოლო თვეებში შენობაში ჭერი სამჯერ ჩამოინგრა. 140-მა ოჯახმა გუშინ ღამე ღია ცის ქვეშ გაათია.

"იმედია გადაწყვეტილება იქნება გონივრული მიღებული და გადაიყვანენ აქედან ხალხს დროულად. აქ ცეცხლი დავანთეთ და მთელი ღამე, პატარა ბავშვებთან ერთად, მოხუცებთან, ვიდექით და გავათენეთ, შიშის გამო", - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები. 

მოქალაქეები სამ საათზე კიდევ ერთ საპროტესტო აქციას გამართავენ. მათი თქმით, რა დროც არ უნდა დასჭირდეთ, პროტესტი არ შეწყდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი