ისტორიაში პირველად, ადამიანს გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს

გამოქვეყნდა:

მსოფლიოში პირველად, 57 წლის ამერიკელ კაცს გენმოდიფიცირებული ღორისგან გული გადაუნერგეს. ექიმების თქმით, დევიდ ბენეტი თავს კარგად გრძნობს. მას ექსპერიმენტალური, შვიდსაათიანი პროცედურა 3 დღის წინ ჩაუტარეს.

ტრანსპლანტაცია ბენეტის გადარჩენის უკანასკნელ იმედად ითვლება, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი ხნით შეძლებენ ექიმები მისი სიცოცხლის გახანგრძლივებას.

"ეს იყო ან მოკვდი, ან გააკეთე ეს გადანერგვა... ეს ჩემი ბოლო არჩევანია" - თქვა ბენეტმა ოპერაციამდე ერთი დღით ადრე.

სამედიცინო ჯგუფებისთვის ეს ოპერაცია წლების განმავლობაში ჩატარებული კვლევების კულმინაციაა და მან შეიძლება მთელ მსოფლიოში ცხოვრება შეცვალოს.

ქირურგმა ბარტლი გრიფიტმა თქვა, რომ ოპერაციით მსოფლიოს "ერთი ნაბიჯით მიუახლოვდება ორგანოთა დეფიციტის კრიზისის მოგვარებას". აშშ-ში დღეში 17 ადამიანი იღუპება ტრანსპლანტაციის მოლოდინში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი