ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს

გამოქვეყნდა:

ყაზახეთში ახალი მთავრობა დაამტკიცეს. ბრძანებას ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა მოაწერა.

პრემიერმინისტრის თანამდებობა წინა მთავრობის პირველმა ვიცე-პრემიერმა ალიხან სმაილოვმა დაიკავა.

ცვლილებები არ შეეხო შსს-ს, საგარეო საქმეთა, ფინანსთა, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს. ახალი ხელმძღვანელები ეყოლება ინფორმაციის, ენერგეტიკის და ინდუსტრიის სამინისტროებს.

ცნობისთვის, მასშტაბური აქციები ყაზახეთში 2 იანვარს, გაზის ფასის გაძვირების გამო ჯერ მანგისტაუს 
რეგიონში, მოგვიანებით კი სხვა ქალაქებშიც დაიწყო. ყაზახეთის მოქალაქეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ.

პროტესტის ფონზე ყაზახეთში მთავრობა 5 იანვარს გადადგა.7 იანვარს, ტოკაევმა, წესრიგის აღდგენის შესახებ განაცხადა. ქვეყნის ხელისუფლებამ კი საპროტესტო აქციების წახალისებაში უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დაადანაშაულა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი