საქართველო ისევ დუმს. რუსეთისა და დასავლეთის მორიგი დაპირისპირების ფონზე, თბილისს კვლავ არ უნდა საკუთარი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირება.
მაშინ, როდესაც კრემლი ყველა მეთოდით ცდილობს შეუზღუდოს საქართველოს და უკრაინას პარტნიორების არჩევის უფლება, მაშინ როდესაც კრემლი მთელი ძალებით ცდილობს ამ ორი ქვეყნისთვის ნატოს კარის სამუდამო დახურვას, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური კლანი კვლავ მოსკოვის არ გაღიზიანების პოლიტიკას განაგრძობს.
ასეთი პოლიტიკით "ქართული ოცნება" კიდევ უფრო საეჭვოს ხდის თავის პროდასავლურობას და პრორუსულ პოზიციას ფაქტობრივად ადასტურებს კიდეც.
იხილეთ ასევე: