კრიზისი და დაპირისპირება საკრებულოებში | წალენჯიხასა და რუსთავში შესაძლოა ხელახალი არჩევნები ჩაინიშნოს

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური კრიზისი რეგიონებში. წალენჯიხასა და რუსთავში დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდა. საკრებულოებში უმრავლესობა ოპოზიციას აქვს, თუმცა გახარიას პარტიის ხმების გარეშე ქართული ოცნების დამარცხება ვერ ხერხდება.

ყოფილი პრემიერმინისტრის თანაგუნდელები კი, მხარდაჭერის სანაცვლოდ პირდაპირ თავმჯდომარეების პოსტებს მოითხოვენ.

ორივე ქალაქში, საკრებულოებში თანამდებობების გადასანაწილებლად და ბიუჯეტის დასამტკიცებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება და შესაძლოა საქმე ხელახალ არჩევნებამდე მივიდეს. 

ყველაფერი გახარიას თანაგუნდელებზეა დამოკიდებული, რომლებიც ოპოზიციასთან საბოლოო გასაერთიანებლად გადამწყვეტ ნაბიჯს ჯერ არ დგამენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი