რამდენიმე კვირაში ნახევარი ევროპა ომიკრონით იქნება ინფიცირებული - ჯანმო

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 6-დან 8 კვირაში ნახევარი ევროპა ომიკრონით იქნება ინფიცირებული.

​ორგანიზაციის პროგნოზი ეფუძნება 2022 წლის პირველ კვირაში ევროპაში დაფიქსირებულ 7 მილიონ ახალ შემთხვევას. ინფიცირებულთა რაოდენობა უკანასკნელ 2 კვირაში გაორმაგდა.

საქართველოში ომიკრონის პირველი შემთხვევა 20 დეკემბერს დადასტურდა. 11 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში ომიკრონის შტამის 951 შემთხვევაა დადასტურებული.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი