ე.წ. ფულის გათეთრების საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული და "TV პირველის" დამფუძნებლის მამა, ავთანდილ წერეთელი ამბობს, რომ სასამართლოს დღევანდელ განაჩენს გაასაჩივრებს. მისი თქმით, არანაირი დანაშაული არ მომხდარა, ამიტომ დღესაც გამამართლებელ გადაწყვეტილებას ელოდა.
"თურმე ვყოფილვარ თაღლითი, მომისაჯეს 7 წელი და ვინაიდან ხანდაზმულია ციხეში არ გამიშვეს. როგორ უნდა დამტკიცდეს დანაშაული... გასაჩივრდება ყველა ვარიანტში, რაც არ უნდა მოხდეს. უნდა იბრძოლო, მოლოდინი მქონდა დღეს?! არ მქონდა ამის მოლოდინი, მქონდა გამართლების მოლოდინი", - ამბობს ავთანდილ წერეთელი.
ცნობისთვის, სასამართლომ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი დამნაშავედ ცნო და 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა მუხლი გადააკვალიფიცირა და საქმის ხანდაზმულობის გამო ისინი პატიმრობაში არ იქნებიან.
ამავე თემაზე: