ბორის ჯონსონმა პანდემიის დროს წვეულებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა

გამოქვეყნდა:

ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა, 2020 წლის მაისში, დაუნინგის ქუჩაზე, პრემიერის სახლის ეზოში გამართულ ღონისძიებაზე დასწრებისთვის ბოდიში მოიხადა. იმ დროისთვის, კორონავირუსის 
გავრცელების გამო, ქვეყანაში კოვიდშეზღუდვები იყო დაწესებული, მოქალაქეებს შეკრება ეკრძალებოდათ.

ჯონსონმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც 10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ჯონსონის პირადმა მდივანმა, მთავრობას რეზიდენციის 100-ზე მეტი თანამშრომელი 20 მაისის წვეულებაზე მიიწვია.

ეს კი მაშინ მოხდა, როცა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის გავრცელების გამო, მკაცრი ლოქდაუნი იყო გამოცხადებული.

ბორის ჯონსონმა თქვა, რომ წვეულებაზე მან მხოლოდ 25 წუთი გაატარა, შეკრება კი სამუშაო ღონისძიება ეგონა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი