
რუსეთის არმია საქართველოდან და უკრაინიდან უნდა გავიდეს, – ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა ეუთოში სტიუარტ გილმორმა გააკეთა.
ჟურნალისტ იგორ კუროპტევის პროექტ "სასაზღვრო ZONA"-ში ინტერვიუს დროს, გილმორმა აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობას არ სურს, იყოს რუსული ქვეყნის ნაწილი.
მისივე თქმით, ქართველ ხალხს სურთ საკუთარი ქვეყანა, რაც მათ აძლევთ საშუალებას, იმოძრაონ დასავლეთის მიმართულებით და გახდნენ დასავლური საზოგადოების ნაწილი.
ახლა რაც ხდება, არის ის, რომ ეს ხალხი სეპარატისტები არიან. ეს ჯერ კიდევ საქართველოს ტერიტორიაა. ძალისხმევა, რომ შეიქმნას გარკვეული სახის საზღვარი, არ შეესაბამება ტერიტორიული მთლიანობის პრინციპებს ევროპაში. ყველაფერი ძალიან მარტივია, რუსეთის არმია უნდა წავიდეს და ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი ნამდვილ რეფერენდუმზე საუბარი, რომ საერთაშორისო ზედამხედველობით, ქვეყნის მომავალზე გადაწყვეტილება იქნას მიღებული, – ამბობს ელჩი.
ჯეიმს გილმორის განცხადებით, ცხინვალისა და აფხაზეთის მცხოვრებლებს შეუძლიათ, კომფორტულად და თავისუფლად იცხოვრონ საქართველოს შემადგენლობაში, რასაც შეერთებული შტატები უპირობოდ დაუჭერს მხარს.