60 ათასი ინფიცირებული მხოლოდ 24 საათში - ეს არის რეალობა, რომელშიც ქვეყანა შესაძლოა უკვე ხვალ აღმოჩნდეს. სპეციალისტების პროგნოზი კატასტროფულია. ყოველდღიურად მზარდმა სტატისტიკამ უკვე შექმნა პრობლემები ეპიდვითარების მართვაში და რაც ყველაზე საგანგაშოა, მედიკოსების გათვლით, ის სიკვდილიანობის მაჩვენებელზეც მკვეთრად აისახება.
ომიკრონის სწრაფი გავრცელება მსოფლიოსთვის ახალ გამოწვევად იქცა. იმ ქვეყნებში, სადაც უკვე ებრძვიან კორონავირუსის მე-6 ტალღას, გააძლიერეს ჰოსპიტალური სექტორი, თუმცა არა საქართველოში. ჯანდაცვის მინისტრმა ერთი განკარგულებით 1 500 საწოლი გააუქმა. რაც იმას ნიშნავს, რომ საწოლების დეფიციტის გარდა ახლა მედპერსონალს, რომელიც მესამე წელია შესაძლებლობების ზღვარზე მუშაობს, კიდევ უფრო გაუსაძლის მდგომარეობაში მოუწევს ყოფნა, რისი გაძლების რესურსი სისტემას უბრალოდ არ აქვს.
ავტორი: ზურა პეტროსიანი
იხილეთ ასევე: