კონსტიტუციის დარღვევა საერთაშორისო ტრიბუნიდან - სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას ოპოზიცია ეხმაურება

გამოქვეყნდა:

სამარცხვინო პრეზიდენტი - ასე ეხმაურება ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლას. ოპოზიციის აღშფოთება პრეზიდენტის იმ განცხადებამ გამოიწვია, სადაც ზურაბიშვილი ამბობს რომ საქართველოს ხელისუფლება დაარღვევს კანონის ოკუპაციის შესახებ და რუსეთის დელეგაციას მიიღებს.

ოპოზიცია ამბობს, რომ პრეზიდენტი, რომელიც კონსტიტუციის გარანტია, თავად არღვევს კანონმდებლობას. მათივე განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ რუსეთის დელეგაცია საქართველოში უპრობლემოდ შემოვა, ეს ნიშნავს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი ფარატინა ქაღალდია და მას არავითარი ძალა არ აქვს.

"ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია ამ განაცხადით, არავის არ მიუცია უფლებამოსილება საქართველოს პრეზიდენტისთვის დააანონსოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შეჩერება." აცხადებს სამადაშვილი

"ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, ხელისუფლება ახლა არჩევანის წინაშე დგას და მათ ამ მდგომარეობაში თავადვე ჩაიგდეს თავი:

"მათ ან უნდა დაიცვან ქვეყნის ეროვნული ინტერესები და დაარღვიონ გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები და არ შემოუშვან ოკუპანტი საქართველოშ და ეს იქნება ოკუპაციის კანონის დაცვა, მაგრამ საერთაშორისო ვალდებულების გვერდის ავლა. ან არჩევანი არის, რომ შეასრულონ ბუკვალურად საერთაშორისო ვალდებულებები, ოღონდ დაარღვიონ ეროვნული ინტერესები" აცხადებს კაპანაძე

გიორგი ვაშაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროსაბჭოში არ იყო ერთადერთი და ის თავის ყველა განცხადებით არცხვენს ქვეყანას და ზიანს აყენებს სახელმწიფოს ინტერესებს. ვაშაძის თქმით, ზურაბიშვილი რუსეთის გავლენის აგენტია.

"ქართული ოცნების" კაპიტულანტური საგარეო კურსის გამოვლინებას უწოდებენ "ლელოში" ზურაბიშვილის განცხადებას და ამბობენ, რომ შემაშფოთებელია, როდესაც ქვეყნის პირველი პირი საუბრობს კანონის დარღვევაზე.

სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პირდაპირ თქვა, რომ საქართველო მზად არის დაარღვიოს ანტისაოკუპაციო კანონი და მაისში, ევროსაბჭოს დაგეგმილ მინისტერიალზე დასასწრებად რუსეთის დელეგაცია უპრობლემოდ შემოუშვას ქვეყანაში. ოკუპანტი ქვეყნის დელეგაციას კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ხელმძღვანელობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი