ეს საკითხი არის პოლიტიკური და მიღმაა იურიდიული კატეგორიებისგან - ბექა ბასილაია საზღვრის კვეთის საქმეზე

გამოქვეყნდა:

​საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა. პროცესის შემდეგ ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის ქვეყანაში დაბრუნება პოლიტიკური აქტია და ეს  იურიდიული კატეგორიების მიღმაა. 

ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის ქმედება არ შეიძლება, საზღვრის პროცედურების დარღვევად შეფასდეს.

"დღევანდელი პროცესი იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მიხეილ სააკაშვილის სიტყვაში გაჟღერდა ყველა ის გარემოება, საუბარი იყო ყველა იმ დეტალზე, რამაც საქართველოში მისი დაბრუნება განაპირობა. ეს საკითხები არის პოლიტიკური, ისტორიული და ეს საკითხები მიღმაა იურიდიული კატეგორიებისგან. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება, არ შეიძლება შეფასდეს საზღვრის პროცედურების დარღვევად, ეს არის მესამე პრეზიდენტის საკუთარ ქვეყანაში ჩამოსვლა.

რაც შეეხება ბატონ ელგუჯა ცომაიას, მისი ჩვენებით კიდევ ერთხელ მკაფიოდ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამშობლოში დაბრუნება იყო უაღრესად მშვიდობიანი, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში დაბრუნდა მშვიდობიანი მიზნებით, ასევე დადასტურდა, რომ ქართული ოცნების პროპაგანდა, სუს-ის პროპაგანდა, ღარიბაშვილის პროპაგანდა, რომ მათ იცოდნენ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით, არის ტყუილი", - თქვა ბექა ბასილაიამ.

საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლოს სხდომა 4 თებერვალს გაიმართება

დღევანდელ პროცესს თავად მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო და საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან დეტალურად ისაუბრა იმ გარემოებებზე, რის გამოც სამშობლოში დაბრუნდა.

გარდა ამისა, პროცესზე პროკურორებმა საქმეზე ბრალდებული ელგუჯა ცომაია დაკითხეს, რომელსაც მესამე პრეზიდენტის მიერ საქართველოს საზღვრის კვეთაში დახმარებას ედავებიან. ცომაიამ პროცესზე დეტალურად გაიხსენა, როგორ შეხვდა მიხეილ სააკაშვილს და რა მიმართულებებით გადაადგილდნენ მისი კუთვნილი ავტომობილით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი